×
წითელი თიხა
თეთრი თიხა
3D პრინტერით შექმნილი
კერამიკის ქოთნები
  • homegarden

    ეჩევერია Linguas

    50

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:

     ეჩევერია Linguas კერამიკის ქოთანში

    სუკულენტი ჰარმონიულად ცხოვრობს თიხის 3დ პრინტერით გამოძერწილ კერამიკის ქოთანში.

    გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი, თიხა. 2-ჯერ გამომწვარი და მოჭიქურებულია.

    ქოთანი სპეციალურად შექმნილია სუკულენტების, კაკტუსების და სხვა, ოთახისა თუ აივნის, მცირე ზომის მცენარეებისთვის.

    • სიმაღლე: 8 სმ.
    • დიამეტრი: 10 სმ.

    თუ კარგად დააკვირდებით, შეიძლება შეაჩნიოთ კიდეც, რომ ეს ქოთანი "მოძრავია", თითქოს ზემოთ მიისწრაფვის, მცენარეც ხომ სულ იცვლება და ამიტომაც გვგონია, რომ ეს 2 განსაკუთრებით იხდენს ერთმანეთს. 

    ქოთნის დიზაინი გამორჩეული, დახვეწილი, მარტივი და უნიკალურია. მსუბუქი, ნაზი და ელეგანტური ქმნილებაა. ჰარმონიულად შერწყმულია სუკულენტთან, ერთიანად ქმნიან სინაზის, სიმშვენიერის, დახვეწილობის და გამორჩეულობის შეგრძნებას.

    მცენარე ქოთნით, თანამედროვე და ბუნებრივი საჩუქარია თქვენთვის გამორჩეული და საყვარელი ადამიანისთვის. ეს შეიძლება იყო დედა, ბებია,  შეყვარებული, მეუღლე, მასწავლებელი თუ უბრალოდ მეგობარი.

    ცოცხალი, ფერადი და ორიგინალური საჩუქარით შეგიძლია შენი გულისხმიერება და სიყვარული გამოხატო შენთვის ძვირფასი ადამიანის მიმართ ნებისმიერ დღეს. მაინცდამაინც დაბადების დღის, დედის დღის, 8 მარტის და ახალი წლის ლოდინი არაა საჭირო, თუმცა ამ დღეებისთვისაც ერთობ გამორჩეული საჩუქარია.

    ქოთანში ჩარგული მცენარე შეიძლება განთავსდეს ფანჯრის რაფაზე, თაროზე, მაგიდაზე ან თუნდაც კარგად განათებულ სამზარეულოს კუთხეში.

    სუკულენტებსა და კაკტუსებს  უყვართ განათებული ღია სივრცე, ზომიერი ჰავა და მზრუნველი ადამიანები.

    შენ მცენარე შეარჩიე და მოვლა-პატრონობაში ჩვენ დაგაკვალიანებთ.

    ბრენდი
    homegarden.ge
    ქვეყანა
    საქართველო

    მსგავსი პროდუქტები