×
წითელი თიხა
თეთრი თიხა
3D პრინტერით შექმნილი
კერამიკის ქოთნები
  • homegarden

    ლითოფსები ფიფქზე

    50

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:

    სუკულენტების სეტი კერამიკის ქოთანში

    10-მდე lithops (ზედმეტსახელად "ცოცხალი ქვები") სუკულენტი ჰარმონიულად განთავსებულია თიხის 3დ პრინტერით გამოძერწილ კერამიკის ქოთანში.

    გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი, თიხა. 2-ჯერ გამომწვარი და მოჭიქურებულია.

    ქოთანი სპეციალურად შექმნილია სუკულენტების, კაკტუსების და სხვა, ოთახისა თუ აივნის, მცირე ზომის მცენარეებისთვის.

    • სიმაღლე: 8 სმ.
    • დიამეტრი: 10 სმ.

    ქოთნის თოვლის ფიფქის ფორმის დიზაინი გამორჩეული, დახვეწილი, მარტივი და უნიკალურია. ფიფქივით მსუბუქი, ნაზი და ელეგანტური ქმნილებაა. ჰარმონიულად შერწყმულია ლითოფსებთან და ერთიანად ქმნის სინაზის, სიმშვენიერის, დახვეწილობის და გამორჩეულობის შეგრძნებას. It is really very special.

    მცენარე ქოთნით, თანამედროვე და ბუნებრივი საჩუქარია თქვენთვის გამორჩეული და საყვარელი ადამიანისთვის. ეს შეიძლება იყო დედა, ბებია,  შეყვარებული, მეუღლე, მასწავლებელი თუ უბრალოდ მეგობარი.

    ცოცხალი, ფერადი და ორიგინალური საჩუქარით შეგიძლია შენი გულისხმიერება და სიყვარული გამოხატო შენთვის ძვირფასი ადამიანის მიმართ ნებისმიერ დღეს. მაინცდამაინც დაბადების დღის, დედის დღის, 8 მარტის და ახალი წლის ლოდინი არაა საჭირო, თუმცა ამ დღეებისთვისაც ერთობ გამორჩეული საჩუქარია.

    ქოთანში ჩარგული მცენარე შეიძლება განთავსდეს ფანჯრის რაფაზე, თაროზე, მაგიდაზე ან თუნდაც კარგად განათებულ სამზარეულოს კუთხეში.

    სუკულენტებსა და კაკტუსებს  უყვართ განათებული ღია სივრცე, ზომიერი ჰავა და მზრუნველი ადამიანები.

    შენ მცენარე შეარჩიე და მოვლა-პატრონობაში ჩვენ დაგაკვალიანებთ.

    ბრენდი
    homegarden.ge
    ქვეყანა
    საქართველო

    მსგავსი პროდუქტები