×
წითელი თიხა
თეთრი თიხა
3D პრინტერით შექმნილი
კერამიკის ქოთნები
  • homegarden

    სწორი მოვლის პირობებში, სუკულენტები ყველა სეზონზე განსაკუთრებული ფერებით გაგაოცებენ.

    მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

    • განათება
    • მორწყვა
    • ქოთნისა და ნიადაგის შერჩევა

    განათება

    თუ გსურთ, ბედნიერი სუკულენტები გყავდეთ, მათ კარგად განათებული, თუმცა პირდაპირი მზის სხივებისგან დაცული ადგილი უნდა შეურჩიოთ. 

    თუ შენიშნავთ, რომ სუკულენტების ფოთლები შეიკუმშა და მუქ ყავისფერ შეფერილობას იღებს, ეს მანიშნებელია რომ ისინი მზის პირდაპირმა სხივებმა შეაწუხა.

    ასეთ დროს, მცენარე მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, 1 თვის განმავლობაში მხოლოდ დილით, 1-2 საათის განმავლობაში მიაღებინეთ მზის აბაზანა, შემდეგ კი ამ დროის ეტაპობრივად გაზრდა შეგიძლიათ. გახსოვდეთ, რომ მაღალი ტემპერატურის დროს პირდაპირ მზეზე ყოფნა, შეიძლება მზის სხივებ შეჩვეულ სუკულენტსაც კი გაუჭირდეს.

    მაღალი ტემპერატურის დროს [30+ გრადუსი] უმჯობესია მცენარე შეიტანოთ სახლში ან მოუწყოთ მზისგან დამცავი. 

    თუ შენიშნავთ, რომ სახლში მყოფი მცენარე მზის მიმართულებით "გადაიწელა", გადაიყვანეთ ისინი მეტად განათებული ადგილისკენ, რომ არ მივიდეს ფოთლის დასუსტებამდე.

    მორწყვა

    განათებასთან ერთად, მნიშვნელოვანია სუკულენტების სწორად მორწყვა. 

    როცა არასაკმარისი განათების გამო სუკულენტი მოიწყენს, ხშირად გვგონია, რომ მას მორწყვა აკლია. ამას მოყვება ხოლმე მცენარის ზედმეტად მორწყვა, რასაც მივყავართ ლპობამდე. 

    ზაფხულის პერიოდში საკმარისია სუკულენტების მორწყვა კვირაში 1-ჯერ. უმჯობესია მოვრწყათ მზის ამოსვლამდე ან მზის ჩასვლის შემდეგ, რათა შეინარჩუნოს ტენიანობა. მზის პირდაპირი სხივების ქვეშ მცენარის მორწყვა რეკომენდირებული არ არის. ეს გამოიწვევს მზის კიდევ უფრო მოზიდვას და დაწვავს მცენარის ფოთლებს.

    ზრდასრული სუკულენტები ზამთრის პერიოდში შეგიძლიათ საერთოდ არ მორწყოთ ან მორწყოთ თვეში 1-ჯერ. ზამთარში სუკულენტები იძინებენ და ზედმეტ მორწყვას არ საჭიროებენ.

    გაზაფხულსა და შემოდგომაზე, სუკულენტების თვეში 2-ჯერ მორწყვა საკმარისია.

    ქოთნისა და ნიადაგის შერჩევა

    ორ, სამ წელიწადში ერთხელ კარგი იქნება თუ სუკულენტს შევუცვლით ქოთანს და უმჯობესია ეს გაზაფხულის დადგომას დავამთხვიოთ. სანამ, სუკულენტების ზრდა ჯერ კიდევ შენელებულია.

    სუკულენტებისთვის ნიადაგი უნდა იყოს ზომიერად ქვიშიანი და ნოყიერი, შერჩეული ქოთანი კი წყალ და ჰაერგამტარი. HomeGarden.ge დაგეხმარებათ სახლიდან გაუსვლელად შეარჩიოთ სუკულენტებისთვის საყვარელი, ეკომეგობრული თიხის ქოთნებით დამზადებული სხვადასხვა ზომისა და ფორმის კომპოზიციები. ქოთანში ტენიანობის შესანარჩუნებლად, ნიადაგის ზედაპირზე კენჭებსაც იყენებენ ხოლმე. ასეთ პირობებში, სუკულენტისთვის სირთულეს არ წარმოადგენს გაუძლოს გვალვას თუ ქარიან პერიოდებს.

    HomeGarden.ge-ზე ვირტუალურად ცხოვრობს ბევრი ათეული სუკულენტის სეტი და ელოდება ახალ პატრონს. 

     

    სტატიის ავტორი ახალგაზრდა მებაღე, 2023-08-22